Error message

Notice: Undefined index: href in include() (line 3 of C:\xampp\htdocs\sites\default\themes\imedi_L\templates\language_switcher.tpl.php).

სოციალური პროექტი „გადამრჩენ L”

სადაზღვევო კომპანია იმედი L იწყებს  სოციალურ პროექტს სახელწოდებით „გადამრჩენ L”.
პროექტი მიზნად ისახავს დამამთავრებელ კლასებში პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ცოდნის ამაღლებასა და გარკვეული უნარ-ჩვევების სწავლებას.
პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგები ეტაპობრივად თბილისის ყველა კერძო სკოლაში ჩატარდება.

გარდა სატრენინგო კურსისა, სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მონაწილეობა ლიტერატურულ  კონკურსში, რომელიც „სამედიცინო დახმარების თემატიკას“ მიეძღვნება, კერძოდ, მოსწავლეებს შეეძლებათ დაწერონ მოთხრობა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. საუკეთესო მოთხრობებს კი წლის ბოლოს სპეციალური ჟიური გამოავლენს და იმედი L მათ წიგნად გამოსცემს.
 

fb
)