Error message

Notice: Undefined index: href in include() (line 3 of C:\xampp\htdocs\sites\default\themes\imedi_L\templates\language_switcher.tpl.php).

იმედი L-ისა და გლობალ სელის ერთობლივი აქცია დაიწყო!

სადაზღვევო კომპანია იმედი L-მა და სატელეკომუნიკაციო ქსელმა გლობალ სელმა ერთობლივი აქცია დაიწყო.

აქციის ფარგლებში, ნებისმიერ პირს, რომელიც შეიძენს იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევას და წარადგენს მოქმედ პოლისს გლობალ სელის ფილიალებსა და სერვის-ცენტრებში, საჩუქრად გადაეცემა გლობალ სელის საერთაშორისო სიმ-ბარათი უფასო ზარებით როუმინგში (ბალანსის მინუმუმ 50 ლარით შევსებისას).  

გარდა ამისა, აქციის ფარგლებში, სამოგზაურო დაზღვევის შეძენა ახლა უკვე შესაძლებელია გლობალ სელის გაყიდვების ობიექტებში, მათ შორის თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში.

სამოგზაურო დაზღვევის შეძენა ასევე შესაძლებელია:


ONLINE: www.travel.imediL.ge


იმედი L-ის სერვის ცენტრებში:

  • ყაზბეგის N44
  • პოლიტკოვსკაიას N9

გლობალ სელის ფილიალებში:

  • ვერის ფილიალი - მელიქიშვილის N18
  • ვაკის ფილიალი - მოსაშვილის N1
  • საბურთალოს ფილიალი - პეკინის N37
  • თბილისის აეროპორტის სერვის-ცენტრი (24/7)
  • ქუთაისის აეროპორტის სერვის-ცენტრი (24/7)
fb
)