Error message

Notice: Undefined index: href in include() (line 3 of C:\xampp\htdocs\sites\default\themes\imedi_L\templates\language_switcher.tpl.php).

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ჯანდაცვისა და ქონებრივი რისკების დაზღვევის მიმართულებების გაფართოვების შესახებ აცხადებს

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა დაასრულა რეორგანიზაციის პროცესი და ჯანმრთელობის და სიცოცხლისა და ქონების დაზღვევის მიმართულებები ერთმანეთისაგან გამიჯნა.

რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს ბაზარზე შეიქმნა ჯანდაცვის ბიზნესი, მეორეს მხრივ სიცოცხლისა და ქონებრივი რისკების დაზღვევის ბიზნესი. აღნიშნული საშუალებას მისცემს თითოეულ მიმართულებას, შემდგომი ზრდისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით უფრო აქტიურად განავითაროს თითოეული მიმართულება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი.

ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებაზე იმუშავებს სადაზღვევო კომპანია იმედი L, ხოლო სამედიცინო კორპორაცია ევექსი უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებას.

რაც შეეხება სიცოცხლისა და ქონების დაზღვევის ხაზს, ამ მიმართულებით იმუშავებს სადაზღვევო კომპანია ალდაგი.

რეორგანიზაციის შედეგად, ჯანმრთელობის დაზღვევის ხაზი წარსდგება იმედი L-ის ბრენდით, რომელიც ალდაგმა 2012 წლის მაისში შეიძინა. იმედი L ბრენდის დაბრუნება ჯანმრთელობის დაზღვევის ბიზნესში მისმა დადებითმა რეპუტაციამ და მაღალმა ცნობადობამ განაპირობა.

რებრენდინგი ასევე განიცადა სამედიცინო მომსახურების ბიზნესმაც, რომელიც მოიცავს ჩემი ოჯახის კლინიკას (794 საწოლი) და უნიმედს (1,143 საწოლი). აღნიშნული კლინიკები იმუშავებენ სამედიცინო კორპორაცია ევექსის სახელით, რომელიც 43 კლინიკას აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. სამედიცინო კორპორაცია ევექსი, ალდაგისა და იმედი L - სგან დამოუკიდებელ ბრენდს წარმოადგენს. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია ევექსის ძლიერ და დამოუკიდებელ ბრენდად წარმოჩენის მიზნით.

fb
)