სადაზღვევო კომპანია იმედი L-ის სისტემაზე მოხდა კიბერ შეტევა, რამაც მწყობრიდან
გამოიყვანა ციფრული ინფრასტრუქტურა.კრიზისული გუნდის სწრაფი რეაგირების შედეგად იმედი L-ის ძირითადი სერვისები
აღდგა;
მომსახურება ხელმისაწვდომია კომპანიის ქოლცენტრისა და სხვა საკომუნიკაციო
არხების საშუალებით. ჩვენი გუნდი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა სრულად
მოხდეს ინფრასტრუქტურის აღდგენა და შეფერხებების გარეშე გავაგრძელოთ
კლიენტების მომსახურება.ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სერვისის
მიწოდების პროცესში შესაძლო ხარვეზები მინიმუმამდე დავიყვანოთ.სასურველი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ჩამოშალოთ შესაბამისი ველი
ანაზღაურება
გთხოვთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია
გადმოგვიგზავნოთ ელ ფოსტაზე - clientservice@imedil.ge ან მობრძანდეთ იმედი ლ-ის
ანაზღაურების ოფისში - თბილისი, ყაზბეგის #44, ბათუმი - ფარნავაზ მეფის #126,
ქუთაისი - პუშკინის #8, რუსთავი - მესხიშვილის #1
• ფორმა 100 / დანიშნულება
• დაზღვეულის საბანკო რეკვიზიტები (არასრულწლივანი დაზღვეულის შემთხვევაში მშობლის რეკვიზიტი)
• საიდენტიფიკაციო დოკუმენტი (არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი)
• ბეჭდით დამოწმებული სალაროს შემოსავლის ორდერი
• ჩეკი ან/და ბანკის საგადახდო დავალება
• საკონტაქტო ინფორმაცია
ამბულატორიული და მედიკამენტური მიმართვა
ამბულატორიული და მედიკამენტური მიმართვის მისაღებად, გთხოვთ ჩაეწეროთ
ოჯახის ექიმთან, კონტაქტ ცენტრის დახმარებით. საკონტაქტო ინფორმაცია: +995 32 292
22 22
გარანტია
გარანტიების მისაღებად, გთხოვთ ქვემოთ მოცემული დოკუმენტაცია გადმოაგზავნოთ ელ ფოსტაზე - sagarantio@imedil.ge ან მობრძანდეთ იმედი ლ-ის
ანაზღაურების ოფისში - თბილისი, ყაზბეგის #44, ბათუმი - ფარნავაზ მეფის #126, ქუთაისი
- პუშკინის #8, რუსთავი - მესხიშვილის #1
• საიდენტიფიკაციო დოკუმენტი (არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი) და ერთ-ერთი
მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
• ფორმა 100 / დანიშნულება
• ანგარიშფაქტურა
• კალკულაცია
• საკონტაქტო ინფორმაცია
ოჯახის ექიმთან ჩაწერა/ სხვა საკითხი
ოჯახის ექიმთან ჩასაწერად ან ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ
კონტაქტ ცენტრს. საკონტაქტო ინფორმაცია: +995 32 292 22 22
სამოგზაურო დაზღვევა
სამოგზაურო დაზღვევის პოლისის გამოსაწერად გამოაგზავნეთ მოთხოვნა
მეილზე channels@imedil.ge